კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს კიდევ 15 პაციენტის ანალიზს გაგზავნიან

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 აპრილი 2020

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე დღეს კიდევ 15 პაციენტის ანალიზს გაგზავნიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანალიზების ნაწილს საკარანტინო ზონიდან, ნაწილს კი ე.წ. ცხელების ცენტრებიდან აიღებენ.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ანალიზის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსი 11 პაციენტსაც არ დაუდასტურდა. ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა.

კახეთში ეპიდსიტუაცია ამ დრომდე სტაბილურია და კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია