შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო, ხელწერილით გაათავისუფლეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 აპრილი 2020

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სახლიდან ძაღლი გადმოაგდო, ხელწერილით გათავისუფლდა. 

 

პროკურატურის ცნობით, 10 აპრილს პროკურატურამ ბრალდებულისთვის 5 000 - ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობივ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

შემთხვევა 6 აპრილს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ძაღლი არ მომკვდარა, ის თბილისში, ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში გადმოიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა.

სამართალდამცავებმა ა.ს 8 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია.

ბრალდება სასჯელის სახით 1 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია