გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ომი დამთავრდება, მშვიდობის გეშინოდეს, ამ სიტუაციაშია გახარია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 აპრილი 2020

ამის შესახებ, პოლოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

უხაშვილის თქმით, ახლა პრემიერ გიორგი გახარიას აქვს შანსი, რომ გამოიჩინოს თავი და არჩევნებზე სასურველი შედეგი მიიღოს.

„ადამიანის ბუნება ასეთია, როდესაც აქვს სიკვდილის შიში, მას აქვს ლოიალური დამოკიდებულება ვისზეც მისი სიცოცხლის გადარჩენაა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში ხელისუფლებაზე. თუმცა, როგორც კი სიკვდილის შიში გადაივლის და წინა პლანზე წამოვა შიმშილის შიში, ამ დროს ხალხი ხდება აგრესიული.

ხელისუფლებას არ უნდა ქონდეს იმედი, რომ ხალხთან თაფლობის თვე დიდხანს გაგრძელდება. როგორც კი კორონავირუსი დამთავრდება, დაიწყება პრობლემები. თუ ისინი ვერ გამოიჩენენ ეფექტურობას, არავის გაახსენდება რა და როგორ იყო. ომი დამთავრდება, მშვიდობის გეშინოდეს, ამ სიტუაციაშია გახარია.”-ამბობს ხუხაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია