საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის!
ვაგრძელებთ შაბათ-კვირის მოხალისეობას გურიაში - დღეს შვიდ ოჯახს ჩავუტანთ საკვებ პროდუქტს და აუცილებელ პროდუქციას, თანაც გურული მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვები წავაყოლეთ ხელს."- წერს კეკელიძე.
შეგახსენებთ, გიორგი კეკელიძე მონაწილეობას იღებდა აქციაში "გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის", მან მოხალისეებთან ერთად გურიის მიუსაფარი ცხოველები დააპუარა.