გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეუფე გრიგოლი - კორონავირუსზე ტესტირება კარგი იქნება, რომ ჩვენ არ გავხდეთ საფრთხე მრევლისთვის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 აპრილი 2020

კორონავირუსზე ტესტირება , რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ ჩვენ არ გავხდეთ საფრთხე მრევლისთვის, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კორონავირუსზე სასულიერო პირების ტესტირების საკითხს.

როგორც მეუფემ აღნიშნა, მას ის კი არ აწუხებს, რომ ეს ინფექცია შეეყაროს, არამედ ის, რომ თავად არ გადასდოს სხვას.

„რამდენადაც ვიცი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით სამმილიონ ნახევარია მოსახლეობა, ნეტავი ყველას ჩაუტარდეს სათითაოდ ტესტირება. რა თქმა უნდა, ციფრი გაიზრდება უცბად, მაგრამ გვეცოდინება მაინც ვინ ვართ საფრთხის მატარებელი. ეს ინფექცია არა იმდენად მაწუხებს, რომ მე არ შემეყაროს, არამედ მე არ შევყარო სხვას, ამაშია მთელი მზაკვრობა ამ ვირუსისა. მე ტესტირებაში პრობლემას ვერ ვხედავ, გარდა პირიქით, პოზიტივისა. ალბათ, ყველას უნდა მიეცეს ამის საშუალება. მე მქონდა მცდელობა ეს ტესტირება ჩამეტარებინა დაახლოებით სამი -ოთხი კვირის წინ, თუმცა მაშინ ვერ მოვახერხე, მაგრამ ისეთი ანალიზები მაინც გავიკეთე, რომელიც მიმანიშნებდა მაინც, აუცილებელია თუ არა კოვიდზე ტესტის ჩატარება, მაგრამ არ იყო ასეთი. თუ იქნება ტესტირება , რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ ჩვენ არ გავხდეთ საფრთხე მრევლისთვის, ადამიანებისთვის,“- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.

ამასთან, როგორც მეუფემ აღნიშნა, სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება, მაგრამ კომენდანტის საათის პირობებში მრევლი ვერ შეძლებს დასწრებას.

„გადაწყვეტილება არსებობს, ოდითგან მოდის ეს გადაწყვეტილება, რომ ღამით ტარდებოდა და ჩატარდება ღამით წირვა. თუ რამე განსაკუთრებული ცვლილება იქნა, გავიგებთ მაგას.

კომენდანტის საათის შემთხვევაში მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას და ჩვენ ალბათ მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე. არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი, რადგან მძიმე ჯარიმების გადახდა უწევთ და შეიძლება მერე კიდევ მეტი სირთულეები დაუდგეთ წინ“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია