შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომენდანტის საათის დარღვევის გამო 94 მოქალაქე დაჯარიმდა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აპრილი 2020
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 94 მოქალაქე დააჯარიმა.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 60 მოქალაქე დააჯარიმა.

ასევე გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 19 პირი დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.




დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია