გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატიანი: მშვიდად ვართ, უკვე გვაქვს პასუხი იმაზე, როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 აპრილი 2020

"ახლა ჩვენი კლინიკა დამშვიდებულ სიტუაციაში ვართ",-ასე აფასებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი საქართველოში არსებულ დღევანდელ ვითარებას პანდამიასთან დაკავშირებით.მისივე განმარტებით, დღეს მედიკოსები ბევრად მობილიზებულები არიან და შესაბამისად უკეთ ფლობენ ინფორმაციას, როგორ უმკურნალონ პაციენტებს. 

"იცით, რომ ეს ვირუსული ინფექცია ყველასთვის გამოწვევას წარმოადგენდა, მაგრამ უკვე გამოწვევა აღარ დგას. უკვე გვაქვს იმაზე პასუხი, როგორ მოვიქცეთ და როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს. რაც შეეხება წინა კვირას, მოგეხსენებათ ნაკადი გაიზარდა ჩვენს კლინიკაში. თითქოს ყველას შეგვეშინდა, მაგრამ გადავლახეთ ეს მომენტი. დღეს ყველა მშვიდად ვართ და გადასულები ვარ ყაზარმულ ქმედებაზე",-აღნიშნა ლევან რატიანი. 

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ერთ-ერთი პაციენტზე, 42 წლის კაცის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

როგორც რატიანმა გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" აღნიშნა, ახალგაზრდა პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში დამძიმდა და შემოყვანიდან მე-7 დღეს მწვავე პნევმონია დაუდასტურდა, თუმცა ამჟამად ნორმალურადაა.

"ეს ახალგაზრდა, ახლა ბევრად უკეთაა. ფილტვის ქსოვილიც გაშლილია, ვენტილირებს. ჟანგბადის კონცენტრაციას ინარჩუნებს და ხვალისთვის ალბათ პალატაში გადმოვიყვანთ",-განაცხადა ლევან რატიანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია