შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი ოქრუაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 აპრილი 2020
ირაკლი ოქრუაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს მთავარი → სიახლე, სამართალი 13.04.2020 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. "ორი ნაწილისგან შედგებოდა ბრალდება, ძალადობის ორგანიზებას აბრალებდნენ და ამ ძალადობაში მონაწილეობას, ხელმძღვანელობაში გაამართლა მოსამართლემ. მონაწილეობაში ის, რაც თქვენ კადრები ნახეთ, ასობით ადამიანი იყო, მაგრამ მაინც და მაინც ირაკლი ოქრუაშვილი გამოარჩიეს ამ შემთხვევაში და მიუსაჯეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა", — ანაცხადა ირაკლი ოქროაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებთან.ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. ის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზეა დაპატიმრებული. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია