შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილის ვნებანი- შეკვეთილში გადასატანად 6 ასწლოვან ჭადარს ამზადებენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აპრილი 2020

ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად ივანიშვილი ისევ ხეების გადატანითაა დაკავებული. შეკვეთილში გადასატანად 6-ასწლოვან ჭადარს ამზადებენ. ხეების გადაზიდვისთვის, სოფელ ქარიათში გზა გაჰყავთ. ადგილზე მიიტანეს ბეტონის ფილები, რათა გაფართოვდეს გზა და ხეების ტრანსპორტირებას ზღვამდე პრობლება არ შეექმნას.
სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ არ უნდათ სოფლიდან ხეების გადატანა, მაგრამ მათ არავინ არაფერს ეკითხებათ.

"მე უბრალო ადამიანს ვინ მეკითხება, თორე ხეს არავის მისცემს ამ სოფლიდან. არავის უნდა იმ ხეების წაღება. იმდენი ტრაილერი და მუშები დადის, ძალიან ბევრი აქვს დახარჯული ალბათ" - აცხადებს სოფლის მკვიდრი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია