„იცოდე შენი აივსტატუსი“ – ამ მიმართვით არასამთავრობო ასოციაცია „ჰერა ოცდაერთმა“, მომუშავე რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების სფეროში, პარტნიორ ორგანიზაცია ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოსთან თანამშრომლობით, 2018 წლის 30 ნოემბერს, დაბა კაზრეთში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის, ჩაატარა უფასო ტესტირება აივ ინფექცია/შიდსზე C B ჰეპატიტზე.
აქტივობა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში 1 დეკემბერს ჩატარდა.
საქართველოში აივ/შიდსით ავადმყოფების 50% ვლინდება გვიან, 34% დაავადების შორსწასულ სტადიაზე. დროულად გამოვლენილი აივ/შიდსი, აივ მკურნალობით და ვირუსის დათრგუნვით(სუპრესია), აივ ინფექცია/შიდსით დაავადებული ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის გარანტიაა.