ჩვენი სპორტსმენები კორონა ვირუსის დროსაც არ ჩერდებიან და წარმატებებს აღწევენ ...
ირაკლი ტუღუშის კიდევ ერთი გამარჯვება!
5 - 10 აპრილს შინ - კარატეში, კატედში, ონლაინ შეჯიბრი ჩატარდა.
ასპარეზობაში მონაწილეობა 12 ქვეყანამ მიიღო.
შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მწვრთნელებმა, ამავდროულად მოქმედმა სპორტსმენებმა : ირაკლი ტუღუშმა, გიორგი ბერაძემ და ანდრია მჟავიამ მიიღეს.
შეჯიბრს გერმანიიდან , ონლაინ რვა სპეციალისტი, ანუ შესაბამისი კომისია აკვირდებოდა.
მსოფლიოს შავქამრიანთა შორის შინ - კარატეში, რომლებმაც ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა, ერთერთი საუკეთესო ირაკლი ტუღუში იყო.
ირაკლიმ ონლაინ შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა.
შეჯიბს ორგანიზება შინ - კარატეს მსოფლიო ფედერაციამ გაუწია.