გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აგვისტოს ომის შესახებ სკოლებში გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 დეკემბერი 2018

მომდევნო სასწავლო სემესტრიდან სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. უფრო კონკრეტულად, სკოლის პროგრამაში ახალი ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შემოდის.

საგანი სამ სავალდებულო სასწავლო თემას მოიცავს: 2008 წლის ომი, საქართველო საერთაშორისო მისიებში და შეიარაღება.

ამ დროისთვის სამხედროების გადამზადება მიმდინარეობს, ტრეინინგების გავლის შემდეგ კი, საპილოტე რეჟიმში პროგრამა 20-მდე სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან განხორციელდება.

საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:

ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას;

გააცნოს მოსწავლეს საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეები და მათზე რეაგირების მექანიზმები;

გააცნოს მოსწავლეს სამხედრო საქმის საფუძვლები;

გამოუმუშავოს საგანგებო ვითარებაში უსაფრთხო ქცევის, თვითგადარჩენისა და სხვისი დახმარების უნარ-ჩვევები.

აღსანიშნავია, რომ საგანი არჩევითი იქნება და მისი გავლის შესაძლებლობა მეათე კლასის მოსწავლეებს მიეცემათ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია