თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში შესვლა-გამოსვლა 10 დღით იკრძალება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები 15 აპრილის 21 საათიდან ამოქმედდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ აკრძალვა არ ეხება ქალაქებში შიდა გადაადგილებას.
პრემიერის თქმით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელება დაიწყო.