შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება – ამრიკის საელჩო ოქრუაშვილის პატიმრობაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 აპრილი 2020
დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება – ამრიკის საელჩო ოქრუაშვილის პატიმრობაზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 14.04.2020 ამერიკის საელჩოს განცხადებით, "ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით". "ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება", –ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ 14 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე ხუთწლიანი პატიმრობა გუშინ 13 აპრილს მიუსაჯა.ოქრუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზეა დაპატიმრებული. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია