სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს - პრემიერი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 აპრილი 2020
ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს - პრემიერი მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 14.04.2020 "მთავრობა და მე პირადად მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, რომ დავრჩეთ სახლში და ნუ ჩავაყენებთ ეკლესიას იმ მდგომარეობაში, რომ არჩევანი გააკეთოს" – განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ–მინისტრმა. გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს როგორც ეკლესიაზე, ისევე სახელმწიფოზე."იდეალური იქნებდა ის, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არავინ დაარღვიოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქ უნდა მივიდეთ. არცერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა – ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის მოწოდება. ისევე როგორც დარწმუნებული ვარ რომ, სახელმწიფო და მე პირადად ვიტვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს, აქ ჩვენი და ჩემი ძირითადი მოკავშირე არის მოქალაქე. მან არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ უდა დაელოდოს ეკლესიის მოწოდებას, რომელიც რა თქმა უნდა ვერ იქნება რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში, ან სახელმწიფოსგან დაელოდოს ისეთ მოწოდებას, რომ თქვენ დაარღვიეთ კანონი და ჩვენ თვალს დავხუჭავთ, ეს არ იქნება. დარწმუნებული ვარ ჩვენი ბრძენი მოქალაქე, ამას მიხვდება".[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია