გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვისაც სიცოცხლე არ უნდა, წავიდეს და მტკვარში გადახტეს, სხვებს რას ერჩის?!"- კოტე ყუბანეიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 აპრილი 2020

"ვისაც სიცოცხლე არ უნდა, წავიდეს და მტკვარში გადახტეს - სხვებს რას ერჩის?!"- განაცხადა კოტე ყუბანეიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

"აბა, რა გითხრათ? მთავრობა ცდილობს მაქსიმალური გააკეთოს, მაგრამ თუ თითოეული ჩვენგანი თვითიზოლაციის ზომებს არ დაიცავს, არაფერი გამოვა. ჩვენ, ხელოვანებმა, ხალხს საკუთარი მაგალითით უნდა ვაჩვენოთ, რომ ექიმების რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დავიცვათ. ძალიან რთული სიტუაციაა, ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან მატულობს, ამიტომაც ვცდილობ თვითიზოლაციაში დავრჩე. ცხადია, ამას ყველა ვერ შეძლებს, რადგან ხალხი პურის ფულისთვის გადის ყოველდღე სახლიდან, მაგრამ ისინი კიდევ უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ.

ამ ვირუსმა მთელი მსოფლიო შეარყია, თითქოს ახალ ენერგეტიკულ ველში გადავედით და ჩვენ ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა. მე ის ხალხი მაკვირვებს, რომელიც კარანტინიდან გარბის - როგორც ჩანს, პანიკაში არიან და ვერ ხვდებიან, რომ გაქცევით ამ პრობლემას ვერ მოვერევით. უფრო მკაცრადაც ვიტყვი: სიბნელეა, როცა წითელი ზონიდან ჩამოდიხარ და ამას მალავ, როცა ირგვლივ მყოფებს არ უფრთხილდები. ალბათ, ჩვენც სამხრეთ კორეას უნდა მივბაძოთ, სადაც ყველას ტესტი ჩაუტარეს და ყველა რეკომენდაცია უმკაცრესად დაიცვეს. რაც შეეხება ტაძარში მისვლას და ზიარებას, ხომ შეიძლება მორწმუნეებმა ცოტა ხნით ამისგან თავი შეიკავონ? რა საჭიროა ახლა ტაძარში მისვლა, სადაც უამრავი ხალხი იკრიბება? ჩემი აზრით, ეს ახლა თვითმკვლელობას უდრის და ვისაც სიცოცხლე არ უნდა, წავიდეს და მტკვარში გადახტეს - სხვებს რას ერჩის?!

"კვირის პალიტრა"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია