გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ენა, მამული, სარწმუნოება"- 14 აპრილი დედა ენის დღეა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 აპრილი 2020

14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედაა გამოცხადებული.

 


"ენა არის ერის სული და
ერის სული არის მისი ენა"
ვილჰელმ ჰუმბოლდტი

 


მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ქართულ დამწერლობას, უამრავ დაბრკოლება გამოვლილი ქართული ენა კულტურის ენა იყო არა მხოლოდ ქართველთათვის, არამედ კავკასიაში მცხოვრები ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფისთვისაც. ესარი განძი, რომელსაც საფრთხე არასდროს უნდა შეექმნას, ეს არის ის რასაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, გაფრთილხება და სიყვარული.უცხოელი ლინგვისტები ქართულ ენას მერვე საოცრებადაც თვლიან, მისი სწავლის სირთულის გამო.

 


ვაჟა-ფშაველა: "ჩვენი ენის სათავეა ძველი კლასიკური ქარ-თული ლიტერატურული ენა... მწერალი უნდა იბრძოდეს საერთო-ეროვნული ენის ინტერესებისთვის, რომელიც აერთიანებს ენობრივ განშტოებებს, დიალექტების სახელით რომ ვიცნობთ... ახალი ქარ-თული მწერლობის ვალია, საერთოეროვნულ ენაში დაამკვიდროს ჩვენი ენის არქაული ფორმები, თანამედროვე ქართველების დიალექტებში არსებული გაურყვნელი ფორმები"...

 

ყველა ადამიანის ვალია იცავდეს საკუთარ დამწერლობას, ენას რომელზეც მეტყველებს, აზროვნებს, ურთიერთობს და ენა რომელიც მისთვის მშობლიურია, ანუ გაიგივებულია მშობლურ სიყვარულთან.დედაენის გარეშე გაზრდილი ადამიანი შორდება საკუთარ ფესვებს, კულტურას, ტრადიციას და ვერც სხვის კულტურას ეზიარება სრულყოფილად, ეს კი ხდება მიზეზი არასრულფასოვანი მომავალი თაობის, რომლებისთვისაც უცხოა პატრიოტიზმი, სიყვარული სამშობლოსი, სამყაროსი რომელშიც ცხოვრობს, ადამიანების და ეს იწვევს ეგოიზმს, ბოროტებაში გადაზრდილს და ხდება მტერი ენის, მამაულის, სარწმუნოების.

 

არმინდა მოწოდებათ ჩამითვალოთ, არც რამე ხმამაღალი განცხადება მინდა გავაკეთო სუბიექტური, უბრალოდ მინდა ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გავაცნობიეროთ ენის, მამულის და სარწმუნოების დაცვაში და ნუ შევურაწყოფთ ამ სამ ყველაზე წმინდას...ნუ გავხდებით მონები სხვისი ენის, რწმენის, სამშობლოსი, ვისწავლოთ და ვიცოდეთ სხვა ერების ისტორია, სხვისი დამწერლობა და ვილაპარაკოთ უცხოურ ენებზე, ეს კიდე უფრო მეტ ღირსებას გვმატებს, მაგრამ ვეცადოთ, როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გვექნება ურთიერთობა, როცა ისინი ფეხს დაადგავენ ჩვენს ტერიტორიაზე, მათ ნუ შევუქმნით იმ კოფორტს რომ მის ენაზე ვესაუბროთ, შევეცადოთ ვასწავლოთ მათ ჩვენი ესოდენ რთულად სასწავლი და ისევ მათ მიერ მერვე საოცრებათ აღიარებული ეს დიდი საოცრება, ჩვენს მიერ დაფასებულს სხვა უფრო მეტად დააფასებს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა გვიყვარდეს უანგაროთ, ენა ჩვენი, მამული ჩვენი, რწმენა ჩვენი !!!

 


"დედაენა პიროვნების სახეა;
ხალხი ქმნის ენას და ენა ქმნის ერს;
სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია."

 


image

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია