"იდეალური იქნებოდა, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ"- პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის ფონზე გამოცხადებულუ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად წირვა-ლოცვების გაგრძელებაზე.
"იდეალური იქნებოდა, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ უნდა მივიდეთ. არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა, ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის მოწოდება. ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო, მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით, სააღდგომო ღამეს და აქ ჩემი, ჩვენი ძირითადი მოკავშირე არის მოქალაქე, რომელიც არის გონიერი და რომელმაც იცის, რომ თავის თავზე, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს და არ უნდა დააკისროს ყველას სხვას, არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ უნდა დაელოდოს ეკლესიის მოოდებას, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში, ან სახელმწიფოსგან დაელოდოს ისეთ მოწოდებას, რომ - თქვენ დაარღვიეთ კანონი და ჩვენ თვალს დავხუჭავთ, ეს არ იქნება. და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბრძენი მოქალაქე ამას მიხვდება."