საქართველოს პრემიერი არ გამორიცხავს, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, მსხვილ ქალაქებში სასაფლაოები დაიკეტოს.
"რაც შეეხება რელიგიურ ტრადიციებს, განვიხილავთ საკითხს, რომ დავხუროთ სასაფლაოები მსხვილ ქალაქებში. ეს დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე. არაა მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ უახლოეს დღეებში. მოგვიწევს გარკვეული პერიოდით შეზღუდვების დაწესება. მიდგომა იქნება ყველა რელიგიურ კონფესიასთან ერთნაირი", - განაცხადა გახარიამ.