ლანჩხუთის ყოფილი მოსამართლე და მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი მაგული კუნჭულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გამოდის ინიციატივით, რომ იმუნოლოგი პაატა იმნაძე, საპატიო ლანჩხუთელად აღიარონ.
"ჩემო ლანჩხუთლებო, თუ გადავრჩით ცოცხალი და რაიმე არ დაგვემართა სამწუხარო, ჩემი წინაადადებაა _ ჩვენი პაატა იმნაძე საპატიო ლანჩხუთელად ვაღიაროთ. ეს იქნება ჩვენი მცირედი საჩუქარი მისი დამსახურებისათვის ერის წინაშე და ჩვენი თავმოწონება იმით, რომ ეს უანგარო და თავდადებული ადამიანი ჩვენი მუნიციპალიტეტის შვილია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელმძღვანელი, ვისი პრეროგატივაც არის ეს თემა, გულში თვითონაც ფიქრობს ამაზე და ოცნებობს ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოძვრეს საქართველო, რომ მოვემზადოთ საერთო სიხარულის და მადლიერებისთვის. ამიტომ უნდა ვიყოთ კანონმორჩილი, რომ ხვალინდელი დღე გვქონდეს" - წერს მაგული კუნჭულია.