შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ქუჩის პიანინო“ ზუგდიდის ბულვარიდან დროებით აიღეს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 დეკემბერი 2018
ზუგდიდის ბულვარში 5 თვის წინ დადგმული „ქუჩის პიანინო“ დროებით აიღეს. როგორც „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ზამთრის პერიოდში, ცუდი ამინდის პირობებში პიანინო, რომ არ დაზიანებულიყო, დახურულ სივრცეში გადაიტანეს. ინსტრუმენტი ამდროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში განთავსდა. ამასთან მერიაში განმარტავენ, რომ პიანინო მცირე ტექნიკური ხასიათის რეკონსტრუქციასაც საჭიროებს.

ზუგდიდის ბულვარში „ქუჩის პიანინო“ აგვისტოში დადგეს. მუსიკალური ინსტრუმენტი პროექტის, „შენი იდეა მერს“ ფარგლებში, მოქალაქე მერაბ ოკუჯავას ინიციატივით დანთავსდა. მასზე დაკვრა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია