შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზუგდიდში საახალწლო ნათურების და ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყეს [ფოტო]

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 დეკემბერი 2018
ზუგდიდში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დადიანების ეზოდან და სკეიტ პარკიდან დაიწყო. ამ დროისთვის განათება კეთდება დადიანების ეზოში, ნაძვის ხე კი მონტაჟდება სკეიტ პარკში.

როგორც „ლაივპრესს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს ნაძვის ხე სადღესასწაულოდ აინთება 25 დეკემბრამდე. უახლოეს დღეებში კი განათებები მოეწყობა ბულვარში და მიმდებარე ტერიტორიაბზე.

საახალწლო დეკორაციების შესაძენად ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „სითი ლაითმა“ გაიმარჯვა. მის მომსახურებაში მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 323 653 ლარს ხარჯავს.

ზუგდიდის მერიაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ქალაქი ძირითადად ახალი საახალწლო ნივთებით მოირთვება, ძველი გასანათებელი მოწყობილობები კი არ არის გამორიცხული, სხვადასხვა ადგილებში გამოიყენონ.

იგეგმება რუსთაველის ქუჩის და ზვიად გამსახურდიას გამზირის, ბულვარის ტერიტორიის განათება. ასევე, მუზეუმის ცენტრალურ ჭიშკრამდე მისასვლელი გზა და მუზეუმის ეზოც განათდება. ქალაქში დაიდგმება „ანგელოზის“ კონსტრუქციაც.

პარალელურად მოეწყობა საშობაო ბაზრობა“ რისთვისაც 25 ათას 149 ათასი ლარი აქვს გათვლილი მერიას. დაგეგმილია 30 დეკემბერს, სკეიტ-პარკში, ან ცენტრალურ მოედანზე საახალწლო თემაზე შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია