სამცხე-ჯავახეთი
‘დიდ ეკლესიებში დისტანციას დაიცავენ, მცირეში - მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან’ - მთავრობა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
15 აპრილი 2020
‘დიდ ეკლესიებში დისტანციას დაიცავენ, მცირეში - მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან’ - მთავრობა
მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 15.04.2020
მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიხურება. დიდი ზომის ტაძრებში ორ მეტრიან დისტანციას დაიცავენ, მცირე ზომის ეკლესიებში კი, მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართელოს საპატრიარქოსთან და ჩვენს პატრიარქთან. ერთოვლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება, უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში, დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორ მეტრიანი სოციალური დიტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ „კომენდანტის საათით“ გათვალისწინებული ნორმების დაცვას. „ ე.წ კომენდანტის საათის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება. ამ ნორმის დარღვევა ითვალისწინებს 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისგებას“. მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე. [თაკო ფეიქრიშვილი]