შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე იმსჯელეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 დეკემბერი 2018

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა თელავში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

მათ ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილის გიორგი ჭიჭინაძეს თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საპენსიო რეფორმის უპირატესობებსა და მოსახლეობის სარგებელზე.
,,საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა ქვეყნისთვის. ამ კანონის მიღებით ქვეყანაში შემოდის პენსიის დაგროვებით სისტემაზე დაფუძნებული სქემა, რომელშიც ჩაერთვება ყველა დასაქმებული და ნებაყოფლობის შემთხვევაში თვითდასაქმებული პირი. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე სისტემაში ჩართვა სავალდებულოა. 40 წელს ზევით დასაქმებულების შემთხვევაში კი პირებს შესაძლებლობა ექნებათ, სისტემა დატოვონ. დაგროვებით სისტემაში გაწევრიანება დაიწყება 2019 წლის პირველი იანვრიდან და 3 თვის შემდეგ 40 წელს ზემოთ დასაქმებულებს შეეძლებათ სისტემა დატოვონ. ეს ფანჯარა იარსებებს 2 თვის განმავლობაში. რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს, ის შეიქმნა 2018 წლის სექტემბერში და მაშინვე დავიწყეთ რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ინფორმაცია მივიტანოთ თითოეულ მოსახლემდე’’,– განუცხადა knews.ge-ს გიორგი ჭიჭინაძემ.
მისივე ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიის საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ყველა რეგიონში გაიმართება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია