კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხვალიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2020
ხვალიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული აკრძალვები კიდევ უფრო მკაცრდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილიდან სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიული პირებს და დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 15000 ლარს.

ასევე ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით.

"იმ შემთხვევაში, თუ თოთოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ზედმიწევნით არ ადავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარები მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში, ზომების უკუდურესი გამწვავება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში.", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკემა, ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ასევე იკრძალება მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია