სამცხე-ჯავახეთი
ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებზე შესვლა იკრძალება
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
17 აპრილი 2020
ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებზე შესვლა იკრძალება
მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 17.04.2020
სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის №252 დადგენილებაშია ნათქვამი. ბრძანება ძალაში 17 აპრილს, დღის 12:00 საათიდან შევა.
აკრძალვა არ ეხება იმ ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესვლას და გადაადგილებას, რომელიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის.17 აპრილის დღის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ასევე დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.