შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ინაუგურაცია ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ჩაატარეთ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 დეკემბერი 2018

"დემოკრატიული მოძრაობის​" წარმომადგენელი გიგლა ბარამიძე "ქართულ ოცნებას" სთავაზობს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ბიძინა ივანიშვილის სახლში ჩაატაროს. განცხადება ბარამიძემ გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ეს ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება ფიცის დადების ცერემონია ჩატარდეს იმ ადამიანის სახლში, ვინც ზურაბიშვილი პრეზიდენტად დანიშნა:

"ერთ ნოვატორულ წინადადებას გთავაზობთ _ "ოცნების" მდედრნო და მამრნო, ამდენს ნუ წვალობთ და ინაუგურაცია ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ჩაატარეთ. ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება.

დიახ, ინაუგურაცია იმ ადამიანის სასახლესა და მის შემოგარენში უნდა ჩატარდეს, რომელმაც ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად დანიშნა. ბიძინა ივანიშვილზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული სასახლე საქართველოში არ მოიძებნება.

ივანიშვილის სასახლეში ინაუგურაციის გამართვა ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება, რადგანაც პატრონი თავის საპატრონოს თავის სასახლეში უპატრონებს. უპატრონებს და ამით დაესმება წერტილი იმ აბრაკადაბრას, რომელსაც საქართველოში პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნები ჰქვია.ივანიშვილის შემოგარენში თუ გაიმართება ინაუგურაცია, ამით საბიუჯეტო სახსრებსაც დავზოგავთ. არა მგონია, მილიარდერმა სასახლის იჯარის ფული გამოართვას თავის საპატრონოს." განაცხადა გიგლა ბარამიძემ "ახალ თაობასთან"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია