შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ უნდა გადაადგილდეთ თუ ეწევით სამეურნეო ან დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2020
როგორ უნდა გადაადგილდეთ თუ ეწევით სამეურნეო ან დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 17.04.2020 იმ პირებს, რომელთა გადაადგილებაც დასაშვები ეკონომიკური საქმიანობისთვის აუცილებელია, შეუძლიათ სპეციალური საშვის საშუალებით გადაადგილდნენ. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, აგროტექნიკით მოძრაობა არ იზღუდება. 17-21 აპრილის პერიოდში, მაშინ, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მანქანით გადაადგილება იზღუდება, აკრძალვა არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან. ამისათვის მათ დასჭირდებათ სპეციალური საშვი.საშვის მოსაპოვებლად, პირმა უნდა მიმართოს დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტროს).ხოლო თუ თქვენ ისეთ საქმიანობას ეწევით, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე - 144.თქვენ არ შეგიძლიათ პირადი ავტომანქანით გახვიდეთ სახლიდან. თქვენი გადაადგილება საცხოვრებლიდან სამსახურამდე და პირიქით, უნდა უზრუნველყოს თქვენმა დამსაქმებელმა.კომპანია, რომელიც არის თქვენი დამსაქმებელი, ვალდებულია უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2(მიკროავტობუსით) და M3(ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით. თავად კომპანიამ კი ნებართვის მისაღებად, შესაბამის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს. თუ თქვენი გადაადგილება უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებას, მაშინ თქვენ გადაადგილებისთვის უნდა გამოიყენოთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანა ან ტექნიკა (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). ცვლილებებს მთავრობის N252 დადგენილება მოიცავს. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია