შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოსაძიებლად,ხელისუფლებას 6 თვიან ვადა აქვს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 დეკემბერი 2018

საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველი ორგანო ევროპის საბჭოს კომიტეტი, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის გამოსაძიებლად 6 თვიან ვადას აძლევს.

„როდესაც მოხდა მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან, მასზე იძულება ამ პერიოდში არსებობდა სხვა სისხლის სამართლის საქმეები , მერაბიშვილს გახსოვთ და ვეუბნებოდით ამას საზოგადოებამ, მოსთხოვეს, რომ უნდა მიეცა წარმოუდგენელი ჩვენება, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა, სააკაშვილზე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და ზურაბ ჟვანიას საქმეზე და თუ ამას არ გააკეთებდა მოუწევდა ძალიან დიდ ხანს ციხეში ყოფნა. ზუსტად ამ ნაწილთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დასვა კითხვები, რომ დაადგინოს ხელისუფლება, იყო თუ არა კავშირი მის გაყვანა-ზეწოლასა და მის მიმართ არსებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებს შორის.

პარალელურად, მოუწოდა ხელისუფლებას რომ მოახდინოს გამოძიება, დააიდენტიფიციროს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა მერაბიშვილის გაყვანის ღონისძიებაში, მასზე ზეწოლის განხორციელებაზე და მოახდინოს მათი პასუხისგებაში მიცემა. ამ ყველაფრისთვის მინისტრმა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას განუსაზღვრა მაქსიმუმ ექვსი თვე“- განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია