გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აშშ-მ საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონ 700 ათასი დოლარი გამოუყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2020

შეერთებული შტატები საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონ 700 ათასი დოლარით ეხმარება.

ამის შესახებ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია საუბარი.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის გამოყოფილი თანხა ძირითადად ლაბორატორიული სისტემების მომზადებას, შემთხვევების გამოვლენას, საპასუხო ზომებისა და საჭირო ტექნიკური ექსპერტების მომზადებას მოხმარდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ შტატებისგან 3 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება მიიღო, საიდანაც 139 მილიონი ჯანდაცვის სფეროსთვის გამოიყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია