გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მკვდარმა მამამ შემომითვალა, პასკა და კვერცხი სასაფლაოზე გადმომაწოდეო"- გურული იუმორი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2020

ნოდარ ცინცაძის გვერდიდან (Nodar Tsintsadze)

მთავრობამ სასაფლაოები დაკეტა.გურულმა მამა-შვილმა გადაწყვიტეს გამთენიისას გადაპარულიყვნენ, დაეტოვებინათ პასკა, ღვინო და წითელი კვერცხები.
გადაძვრა მამა ღობეზე და კაკრაზ შვილი რომ ხორაგს აწვდიდა, პატრულიც დაადგათ თავზე: - თქვენ დაარღვიეთ კანონი და ჯარიმდებით სამ - სამი ათასი ლარით - დააბულბულა ინსპექტორმა. - რეიზა დავარღვიეთ ძამა? - არ დაიბნა გურული.- რაფერ რეიზა, სასაფლაოზე შესვლა რომ აკრძალულია, ხომ გაგაფრთხილენ და გითხრენ ტელევიზიით? - მერე სა მნახე სასაფლაოზე შესული? -კაი შენ არა, მარა მაგ მოხუცზე რას იტყვი? - მაი მოხუცი მამაჩემია, 3 წლის მკტარია, რუმ აკრძალა მთავრობამ ჭირისუფლის მისლა, შემომითვალა, ღობესთან მუალ და გადმომაწოდეო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია