კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კახეთში ბოლო დღეებში ჩამოსული მოქალაქეების მონიტორინგს იწყებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 აპრილი 2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დღეიდან კახეთის ყველა სოფელსა და ქალაქში იმ მოქალაქეების მონიტორინგი იწყება, რომლებიც ბოლო დღეებში ჩამოვიდნენ რეგიონში.

მისი თქმით, მოხდება აღნიშნული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კონტაქტების დადგენა.

ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლების, ადგილობრივი მერიისა და სოფლის ექიმების დახმარებით შევისწავლით ეს ადამიანები საიდან ჩამოვიდნენ ან  ხომ არ არიან რისკის მქონე დასახლებიდან წამოსული. გამოვიკითხავთ, აღენიშნებათ თუ არა ვირუსისთვის დამახასიათებელი რამე სიმპტომი. ასევე შევისწავლით მათ კონტაქტებს და კითხვარის გამოყენებით ყველა იმ ინფორმაციას მოვიძიებთ, რაც გამოგვადგება პრერვენციისთვის. სრული სურათი სავარაუდოდ სამშაბათს გვექნება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ხიზანიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია