შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კასპის მერი თავს გრძნობს ბედნიერად: ,,თქვენ გგონიათ, მართლა უსახლკარო ვარ?"

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 სექტემბერი 2018
კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი შეშფოთდა იმ ინფორმაციის გავრცელებით, სადაც აღნიშნულია, რომ მას არავითარი ქონება გააჩნია. ამის შესახებ იგი რედაქციას დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ სიტყვა ,,უსახლკარომ" იგი დაამცირა. ,,თქვენ გგონიათ, მე მართლა უსახლკარო ვარ? ან მშობლებს არა აქვთ ქონება ან გაგერკვიათ, ვინმეზე ხომ არაა გაფორმებული? " - განუცხადა მანუჩარ მერებაშვილმა რედაქციას. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, რომ კასპის მერს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არ გააჩნია ქონება: არც მიწის ნაკვეთი, არც უძრავი ქონება, არც მანქანა, არც კომპანია. საგულისხმოა, რომ კასპის მერი რედაქციას ორჯერ დაუკავშირდა. თავდაპირველად, სტატიის გამოქვეყნების დღეს.  იმედი გამოთქვა, რომ ვინმე ამ მასალას ,,სარეკლამო სტატიად" არ ჩათვლის. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, გაანალიზა, რომ რედაქციამ ამ სტატიით იგი დაამცირა. ,,მე ვაპირებ ამ ყველაფრის თაობაზე პასუხი გაგცეთ" - განაცხადა მერებაშვილმა. მისი პასუხი კი, კასპის მუნიციპალიტეტის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა მინაწერით: ,,თავს გრძნობს ბედნიერად"
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია