შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 აპრილი 2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ცენტრალური, მეორეხარისხოვანი ქუჩები და ტროტუარები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერბოწონაშვილის თქმით, სამუშაოები შპს „საგარეჯო 2018“-ის დასუფთავებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განახორციელეს.

,, ქალაქ საგარეჯოში, ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ცენტრალური და მეორეხარისხოვანი ქუჩების და  ტროტუარების სპეციალური ხსნარებით მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა. 

ასევე მერიის სახელით გვსურს გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება იმ პირების მიმართ, რომლებიც არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ყოველდღიურ რეჟიმში, დაუღალავად მუშაობენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია