შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი ქადაგიშვილი -კახეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ერთეული შეთხვევები ფიქსირდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 აპრილი 2020

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კახეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ერთეული შეთხვევები ფიქსირდება.

მისი თქმით, რეგიონში ვითარება მშვიდია და მოსახლეობის დიდი ნაწილი იცავს იმ წესებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედებისას არის შემოღებული.

გამოცხადებული ღონისძიებები რაც არის კარანტინის დაცვასთან დაკავშირებით მოსახლეობა იცავს. ზოგადად ჯარიმები იწერება, რა თქმა უნდა და სამწუხაროდ, ვიღაცები მაინც არღვევენ კომენდანტის საათის ან გადაადგილების წესებს, თუმცა ამის მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მშვიდი ვითარებაა და ეს ერთეული შემთხვევებია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განმარტა, რეგიონში ყველა სასაფლაო დაკეტილია და პოლიციასთან ერთად ადგილებზე წესრიგის დაცვას მერიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

„სასაფლაოები დაკეტილია და არც დარღვევის მცდელობები იყო, არც გუშინ და არც დღეს. ტერიტორიას, როგორც პოლიცია ისე ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები აკონტროლებენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია