გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ"- მაჭავარიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 აპრილი 2020

სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ეს შეფასება გააკეთა „იმედის" ეთერში სატელეფონო ჩართვისას ფინანსთა მინისტმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშრებით, რომლის მიხედვითაც, იგი მზადაა ჩაერთოს აშშ-ის, ევროპული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებებში და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

„ოდნავ მაინც, წარმოდგენა თუ აქვს ვინმეს, რასთან არის დაკავშირებული ამ თანხების მოზიდვა, მაშინ სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სხვა ჟანრიდანაა. ერთადერთი, ვიცი, რომ რამდენსაც მეტს ჩაერევა, შანსია მეტი დავკარგოთ, ამიტომ გვაცადონ. ჩვენ ჯობია ჩვენ საქმეს მივხედოთ. მათ კი პოპულიზმი გააგრძელონ, ეს მათი საქმეა. ჩვენ კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც გვაქვს, თანხების მოზიდვის გეგმაც და ეკონომიკის შემდგომი სტიმულირების გეგმაც, რომლის ნაწილიც საზოგადოებამ იცის და ნაწილს უახლოეს დღებში გავაცნობთ. შესაბამისად, ესაა ჩვენთვის მთავარი მიზანი,"- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია