შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფიკო კურტანიძე ესსესთვის თემაზე "ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ სიგელით და წიგნით ლიეტუვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა დააჯილდოვა.

მულტიმედია
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 დეკემბერი 2018
სოფიკო სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით ერთადერთი მოსწავლეა, რომელმაც ლიეტუვის საელჩოს ჯილდო მიიღო. „ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ლიეტუვა საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების ურთულეს გზაზე. 2014 წელს სწორედ ლიეტუვაში მოეწერა ხელი საქართველოს შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას“, – ამბობს სოფიკო კურტანიძე. სოფიკომ თავის ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ლიეტუვის, როგორც ტყის ხანძრების პრევენციასა და მართვაში მოწინავე ქვეყანაზე გაამახვილა: „გასულ წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში აგვისტოს ხანძრების დროს 943 ჰექტარი ფართობი დაიწვა. აქედან 706 ჰექტარი 2008 წელს დამწვარი ტერიტორია იყო. ლიეტუვა ევროკავშირში ყველაზე დაბალ ადგილზეა გაჩენილი ხანძრების რაოდენობით, ამიტომ მათი გამოცდილება გასათვალისწინებელია“.მე–11 კლასის მოსწავლე პროკურორობაზე ოცნებობს. ამბობს, რომ მიღებულმა ჯილდომ უკეთ სწავლის მოტივაცია გაუჩინა და დასახული მიზნის მიღწევაში ეს დაეხმარება. [ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე – ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია