სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 აპრილი 2020
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 21.04.2020 საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა... ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში. ჩვენს მოქალაქეებს გვინდა, ვუთხრათ, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, რაც უფრო ზუსტად აღსრულდება ყველა შეზღუდვა, რაც არის დაწესებული, მით უფრო სწრაფად გაგრძელდება შემსუბუქების გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. შესაბამისად, თითოეული მოქალაქე ამ საკითხს უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. გვესმის, რომ რთულია შეზღუდვების პირობებში ცხოვრება და ჩვენი ყოველდღიურობა იცვლება, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში რაც უფრო ზუსტად იქნება დაცული ეს შეზღუდვები, მით უფრო მალე დავბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში“, - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.ჩიქოვანის თქმით, დღეს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნება: "პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე, გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. მოქალაქეს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.17 აპრილიდან,აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადადგილება. დახურულ საჯარო სვირცეში კი პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.ამავე თემაზე:▶მსუბუქი მანქანებით მოძრაობა აიკრძალა - ვის არ ეხება შეზღუდვა▶17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება▶როგორ უნდა გადაადგილდეთ თუ ეწევით სამეურნეო ან დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას▶ყველაფერი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე▶COVID 19 - სიმპტომები და გავრცელება - რა უნდა ვიცოდეთ ახალ კორონავირუსზე▶რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციები▶რით განსხვავდება ერთმანეთისგან COVID-19 და გრიპი?▶სახლიდან გასვლისა და შესვლის პროტოკოლი - COVID 19▶როგორ დავიბანოთ ხელები სწორად? COVID 19 ყველა ამბავი კორონავირუსზე
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია