შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კლინიკა ‘იმედი’ და ‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ ცხელების ცენტრებად გადაკეთდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 აპრილი 2020
კლინიკა ‘იმედი’ და ‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ ცხელების ცენტრებად გადაკეთდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 22.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრის სტატუსის მქონე ორი კლინიკა იქნება. საჭიროების შემთხვევაში ცხელებიან პაციენტებს მიიღებენ რეგიონში მდებარე სხვა სამედიცინო დაწესებულებებიც. ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განმარტებით, სამცხე–ჯავახეთში „ცხელების ცენტრის“ სტატუსი ორ კლინიკას ექნება.„ნებისმიერ სტაციონარში უნდა იყოს ადგილი, სადაც მიიღებენ ცხელების მქონე პაციენტებს, ხოლო ნაკადურად, სამცხე–ჯავახეთში ეს მოხდება კლინიკა იმედსა და აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“, – გვითხრა ეკა ადამიამ.მისივე თქმით, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, პაციენტები მკურნალობას იმ დაწესებულებებში გაარძელებენ, სადაც კოვიდინფიცირებულები ჰყავთ.ამის შესახებ შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 17 აპრილს გამოსცა. N253 დადგენილების N1 და N2 დანართების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით COVID-ინფექციის სამართავად მობილიზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება ასევე, დადგენილებით განსაზღვრული ყველა დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს პასუხისმგებელი პირები COVID-19-ის ტესტირებისთვის შესაფერისი ბიოლოგიური მასალის აღებაზე, სწრაფი ტესტების შესრულებაზე, შესაფერის შემთხვევაში, გამოსაკვლევი მასალის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე. გარდა ამისა, დადგენილებაში ნათქვამია, რომ განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ვალდებულია, ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ კოვიდ-19-ის მართვისთვის განსაზღვრულ დაწესებულებებში. ნებისმიერი სხვა სამედიცინო დაწესებულება კი, ვალდებულია, აღნიშნულ სამედიცინო პერსონალს შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი.აქამდე ცხელებიანი პაციენტები რეგიონის ოთხ სამედიცინო ცენტრში შეჰყავდათ, აღნიშნულ დაწესებულებებში პაციენტები შედიოდნენ როგორც თვითდინებით, ასევე საკარანტინო ზონიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს ჩაუტარდათ ტრენიგები, ისინი წყვეტენ გამოძახების შემდეგ სად გადაიყვანონ პაციენტები. კარანტინიდან თუ იქნება გამოძახება, პაციენტს წაიყვანენ პირდაპირ ცხელების ცენტრში, მაგრამ თუ არის ისეთი პაციენტი, რომელსაც არ ჰქონია შეხება კორონავირუსით ინფიცირებულთან, ჩემი ძველი პაციენტია, ქრონიკული დაავადება აქვს და ხშირად აძლევს სიცხეს, ამას მე მივიღებ. აქვე გეტყვით, რომ კანონი გვავალდებულებს და მივიღებთ ნებისმიერ ცხელებიან პაციენტს, ამის შემდეგ კი ვმართავთ სიტუაციას, გავუკეთებთ ტესტს, თუ დაუდასტურდა ინფექცია გადავიყვანთ შესაბამის დაწესებულებაში", – ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი, რევაზ კუჭუხიძე.[რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია