ბაღდათში გამოძახებაზე მისული პოლიციელი ცივიიარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ხანში მოხდა.
როგორც დაჭრილი პოლიციელის დედა "მთავარ არხთან" საუბრისას ყვება, პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, ადგილზე მისვლის შემდეგ კი შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. დედის ინფორმაციითვე, პოლიციელებმა კაცს ცეცხლსასროლი იარაღი გააგდებინეს, თუმცა მან დანა ამოიღო და ერთ ერთი პოლიციელი მუცლის არეში დაჭრა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა 17 აპრილს, წითელ პარასკევს, მოხდა.
ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებენდა ამბობენ რომ ამბავს არკვევენ.