გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აღდგომის ღამეს მამათში სახლი დაიწვა- ოჯახს დახმარება ესაჭიროება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 აპრილი 2020

აღდგომის ღამეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამათში ხანძარის შედეგად ჩხაიძეების ხუთსულიან ოჯახს სახლი დეწვა. როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ხანძრის დროს ყველა შინ იმყოფებოდა, მათშორის ორსული ქალბატონი. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა და ყველაფერი გაუნადგურდათ, მხოლოდ ტანზე რაც ეცვათ ის დარჩათ.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. ხანძარი სავარაუდოდ ძველი ელექტრო სადენების გამო გაჩნდა.

სოციალურ ქსელში, ფეისბუკ მომხმარებელი სალომე სარიშვილი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და მოუწოდებს ადამიანებს ამ ოჯახს დაეხმარონ:

"მოგმართავთ თხოვნით ჩემო მეგობრებო.აღდგომის ღამეს სოფელ მამათში დაიწვა სახლი საბედნიეროდ არავინ დაშავებულა მარა იქ მაცხოვრებლები დარჩნენ უსახლკაროდ.თუ ჩვენ ვერ ვეხმარებით გავაზიაროთ რომ სხვებმაც ნახონ და ეგებ სხვამ დეხმაროს.

მეგობრებო გთხოვთ ვისაც რამდენით შეგვიძლია დავეხმაროთ ამ ოჯახს. ეს მისი შვილის ანგარიშის ნომრებია თქვენი დახმარების იმედი მაქვს

 #სიკეთეგადამდებია

GE79BG0000000225921700 #საქართველოს #ბანკი. #მიმღები #გიორგი #ჩხაიძე.

GE96TB7963345064300005
#თიბისი #ბანკი#მიმღები #გიორგი #ჩხაიძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია