შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2019 წელს, მსოფლიოში სიკვდილით 657 ადამიანი დასაჯეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 აპრილი 2020

2019 წელს, მსოფლიოში სიკვდილით 657 ადამიანი დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი" აქვეყნებს.

ორგანიზაციაში ცნობით, ეს ის მონაცემებია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ოფიციალურად აღრიცხავს. მათივე თქმით, რეალურად სიკვდილით დასჯის შემთხვევები მსოფლიოში გაცილებით მეტია. „ამნესთი ინთერნეიშენალი“ ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ჩინეთში, 2019 წელს სიკვდილით „ათასობით“ ადამიანი დასაჯეს.

პეკინი საერთაშორისო ორგანიზაციებს სიკვდილი მისჯილი პატიმრების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის. რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, შარშან ირანში სასჯელის უმაღლესი ზომა 251 ადამიანის მიმართ აღასრულეს. ოთხ შემთხვევაში პატიმარი 18 წლის იყო. საუდის არაბეთში სიკვდილით 184 ადამიანი დასაჯეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია