გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კვლევა: შეუძლიათ თუ არა ძაღლებს COVID-19-ის ამოცნობა?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 აპრილი 2020

ბრიტანელი მეცნიერები იკვლევენ, შეუძლიათ თუ არა ძაღლებს კორონავირუსით დაავადებული ადამიანების ამოცნობა. გაწვრთნილ ძაღლებს აქვთ უნარი ადამიანებში მალარიის, პარკინსონისა და გარკვეული სიმსივნური დაავადებები ამოიცნონ, რადგან ასეთი პაციენტები გარკვეულ სუნს გამოყოფენ.

ბრიტანელ ექიმებს გაუჩნდათ მოსაზრება, რომ ამავე მეთოდით, ძაღლებმა შესაძლოა ადამიანებში კორონავირუსიც იგრძნონ.

სამეცნიერო კვლევების დასრულების შემდეგ, 6 ძაღლისგან შემდგარი ჯგუფი, 4-6 კვირაში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების გამოვლენას დაიწყებს.

ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში, ამ მეთოდს აეროპორტებში გამოიყენებენ, სადაც საათში, დაახლებით, 750 მგზავრის შემოწმება იქნება შესაძლებელი.

კვლევას ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლისა და დარემის უნივერსიტეტის მეცნიერები აწარმოებენ. საგულისხმოა ისიც, რომ ამ როლისთვის ნებისმიერი ძაღლი ვერ გამოდგება. მას ამ სამუშაოს შესასრულებლად სპეციალური სამედიცინო წვრთნა სჭირდება.

იმისათვის, რომ ძაღლებს კორონავირუსის ამოცნობა ასწავლონ, მას მეტალის დაფაზე სუნის სხვა და სხვა ნიმუშებს მოუთავსებენ. კორონავირუსის სუნის ამოცნობის შეთხვევაში, ის ჯილდოდ გემრიელი საკვებს იღებს. გარკვეული დროის შემდეგ ძაღლისთვის კორონავირუსის სუნი გემრიელ საკვებთან ასოცირდება და ის მის ძებნას იწყებს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში, ძაღლების საშუალებით, უსიმპტომო პაციენტების გამოვლენასაც შეძლებენ, რაც კორონავირუსთან ბრძოლას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია