გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ეს იყო წინასაარჩევნო ბლეფი, 2012 -წელსაც მოგვცეს დაპირებები და რა შესრულდა?“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 დეკემბერი 2018

 

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ე.წ. „შავ სი­ა­ში“ მოხ­ვედ­რილ 600 000-ზე მეტ მო­ქა­ლა­ქეს სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბა. რა მოლოდინი აქვთ ადგილობრივ მოსახლეობას, ჯერათ თუ არა ამ ინიციატივის განხორციელების „გურიის მოამბე“ მოსახლეობას გაესაუბრა.გამოკითხულთა უმრალესობა სკეპტიკურად უყურებს ამ დაპირების შესრულებას,მათი აზრით ეს იყო ბლეფი წინასაარჩევნოდ.

ნ. გ - არ მჯერა ამ დაპირების. ადამიანებს იმდენი ვალი აქვთ, ყველას ნამდვილად ვერ შეძლებენ და თუ შეძლებენ , კარგი იქნება.  მაგრამ მეეჭვება. ჩემს  საახლობლოში მაგის მეტი რა არის,    უთვალავია. იმიტომ გაიჭედა  ეს ხალხი, რომ  პროცენტებია  მაღალი. თავიდან ყველას  მისცეს და  მერე ისე გაზარდეს პროცენტები, რომ ვეღარ გადაიხადეს.  ისე უნდა გააკეთონ   ბანკი არ უნდა სძულდეს ადამიანს. ხალხი ბანკის გარეშე არაა  და ბანკიც ვერ იარსებებს,   ხალხის გარეშე. თვითონ უნდა შეუქმნას მთავრობამ, ისეთი სიტუაცია ხალხს, რომ თავისუფალად შეძლონ პროცენტის გადახდა. სხვათაშორის „ოცნება“ რომ მოდიოდა, თავიდან დაბალი  პროცენტები იქნებაო და უფასო სესხებიო და არაფერიც არ ყოფილა მაგდაგვარი და ღმერთით იქნებოდეს. ხალხი დიდ  განსაცდელშია. ეს წინაარსჩევნო  დაპირება იყო.  მე რამდენჯერ  მითქვამს, რომ არჩევნებზე ყველა ყველაფერს პირდება და როცა არჩევნები დამთავრდება, ყველა სხვანაირად იქცევა. ის არ  სრულდება რაც ითქვა და ამიტომ ჯობია ადამიანს  არ დაპირდე, ვიდრე დაპირდე  და ვერ გააკეთო.  იმიტომ, რომ ხალხს  ნდობა ეკარგება  და  წარმოდგენა ეცვლება. არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება სათავეში. არ უნდა დაპირდე ის, რასაც ვერ გააკეთებ.   ერთეულებისთვის,  10  და 20 კაცისთვის  არ უნდა იყოს ეს ქვეყანა.  ყველა ცოდვაა. რატომ მიდიან  ქვეყნიდან  საზღვარგარეთ? ქვეყნის მონა გაგვხადეს ჩვენ. სამწუხაროდ, საქართველო განახევრებული კი არა,   მეოთხედია დარჩენილი.

ევა ტრაპაიძე - რა თქმა  უნდა  წინასაარჩევნო დაპირება იყო. არ მჯერა   მაგათი. ჩემს ირგლვივ  ძალიან ბევრია ვისაც პრობლემური ვალი აქვს.  პირადად მე არ მაქვს სესხი. ძალიან მეშინია სესხების.  საერთოდ არარეალური  იყო ეს დაპირება.ეს იყო ხმების მოზიდვის  მიზნით  და კიდევაც  იმუშავა  კარგად. ამათ სასარგებლოდ გადაწყდა  და აწი ვნახავთ რას იზამენ, როგორ  გაამართლებენ,  ვერაფერს ვერ ვიტყვი  წინდაწინ.

მადონა.ბ. - პრობლემურია ჩემთვისაც, მე სამი ბაკი მაქვს, რით უნდა გადავიხადო? პრობლემების გამო მაქვს   აღებული სესხი,ბავშვს აღმოაჩნდა  ჩიყვი  და დამჭირდა ფული.   არ მეყო  კიდევ   გამევიტანე  და ეხლაც  უნდა  გამევიტანო.  განაცხადი მაქვს დატოვებული.  200 ლარი  მინდა. წამალი ჭირდება ბავშვს, რომ არ ვუყიდო,  მკურნალობას აზრი არ ექნება.  5 ტაბლეტს  ხომ არ ვიყიდდი,    კურსი უნდა  ჩაუტარდეს.  სესხი არ ამიღია  ფუფუნებისთვის, არ  გამიკეთებია  რემონტი,  არ შემიძენია ავეჯი, არ მიყიდია ტექნიკა, სესხი  ავიღე  წამლისთვის.  იმედი  კი  მაქვს, რავიცი თუ ადამიანური  რამე შერჩათ, კი უნდა მოაგვარონ   და  ხალხი შეიცოდონ. სამუშაო  ადგილებიც  რომ  არაა,  ვერაფერს  ვერ აკეთებს,  ხალხი.  მე მეუღლე უმუშევარი მყავს.  მესმის არა  აქვს, ვერ გადაიხად, მაგრამ  სიმწრით რომ ვიხდი, რა დავაშავე. იმხელა პროცენტი  რომ მაქვს, ყოფილიყო საყოველთაო ყველასათვის  5%-ით   დაკლება.ყველას უჭირს, არაა  სამუშაო ადგილები დ   ვერ  იხდის  ხალხი.  პროცენტი უნდა დაბალი, რომ ყველამ იგრძნოს  შვება.  გურია ყველაზე მეტი გაჭირვებულია,ამდენი ბჭობა  რათ უნდოდა,  აქამდე  ხო შეიძლებოდა  ეს მოგვარებულიყო, რთულია  და  ღმერთმაც  ქნას, რომ გამართლდეს.

მარინე ოკრიბაშვლი - არა  მგონია, არ მჯერა.  ჯერ  თუ არ დამტკიცდა, ისე ვინ გაანულებს?  თქმით ამბოენ, მაგრამ როდის შეასრულებენ ესაა მთავარი.  მთავრობა მე მგონი შეძლებს  დანაპრების შესრულებას. ჩემს  გარშემო ბევრს  აქვს  სესხი  და  ნაწილი ელოდება  რომ გაგვინულებენო, ნაწილს  არც  სჯერა.  დაველოდოთ  .

ნონა გულბიანი - არ მჯერა მაგ დანაპირების ნამდვილად. ვნახოთ რა იქნება, წინასწარ კაცმა არ იცი . დაპირება თუ დაპირებად არ დარჩება და შეასრულებენ კარგი იქნება. ორი სესხი მაქვს  და  ერთი დღეც არ გადამიხდია პროცენტი.  თუ მაგას  ჩამომაჭრიან  მაგას რა სჯობს.  ვნახოთ   რა იქნება.  ჯერ ოცნებებში ვცხოვრობთ, გვაქვს იმედები.

ზურიკო ჭელიძე -  შეძლოს უნდა მთავრობამ  დანაპირების შესრულება. შეპირება  შეპირება უნდა იყოს. ვნახოთ.

ივანე თავდიშვილი - მე არ მჯერა ნაღდად. არარეალური მგონია .ეს ყველაფერი, ჩვენს  ე.წ. „მთავრობას“ დასჭირდა სათავისოდ, არჩევნებისთვის და გამოიყენა კიდეც. ამას  დიდი  მიხვედრა  არ უნდა მე მგონი. საბოლოოდ, ძაან ბუნდოვანია  ეს და გასარკვევია, რამდენად რეალური იყო.  სიმადვილეში,  ვისაც  ჰქონდა პრობლემური სესხები, გაშავებული  იყო    და რეალურად ვერ  ახერხებდნენ   ვალების  გადახდას,   ეს საბანკო სისტემაში, კარგა  ხნის  დაგეგმილი ყოფილა, მაგრამ  ამ მთავრობამ  სათავისოდ გამოიყენა. არის  ორი აზრი, ზოგი აბობს კარგი გააკეთა, ზოგი ამბობს  ცუდი გააკეთა. მე მაქვს ჩემი აზრი, მე  2000  ლარზე მეტი  მაქვს სესხი აღებული და  არასოდეს არ მქონია  დაგვიანება, ვიხდი,   წესიერი გადამხდელი ვარ.  რა დავაშავე,  მეც გამიკეთოს შეღავათები  და ჩემნაირი რამდენია  კიდევ. დამიკლოს  პროცენტები, დაბალი პროცენტით  გადავიხდი. ვიღაცამ  საერთოდ არ გადაიხადა, მთავრობა  დააზარალა და ისეთს  საერთოდ უნულებენ.   მეც  დამეხმაროს  ხომ შეიძლება.  არარეალურია ეს ყველაფრი. შერჩეული  უნდა ყოფილიყო, კატეგორიების მიხედვით. ეხლა  იცით რა ხდება?  ვისთვის ეს შეიძლება იყოს პირდაპირი ნიშნით დახმარება  და სულისმოთქმა (როგორც  გურიაში იტყვიან) და ვიღაცისთვის შეიძლება იყოს, რომ გადააგდო  ბანკი და არ გადაიხადა. მაგრამ, წესიერ მოსახლეობას, პატიოსან , პირნათელ გადამხდელს   შეღავათი   უნდა ჰქონდეს.

ლია აროშიძე - ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს ირგვლივ დაზარალებული. ანუ ეს ისეთი სესხებია, რომელსაც ვერ იხდის  ხალხი და კარგია თუ გაანულებენ. მერე რა მოხდება, ეს  აღარ ვიცი. განულებას  როგორ შეძლებენ არ ვიცი. ვერ ვიჯერებ.  დიდია სესხების ოდენობა  და მალადეც,  თუ მაგას  მოახერხებენ.

მ.ვ. - თავიდან  დიდად არ მჯეროდა  ამ დანაპირების.  ფინალში  დავინახავთ  რაც იქნება.  ეს  იყო, წინასაარჩევნო დაპირება.

ნ.ჯ. - მე არ მჯერა. ეს იყო, ხმების მოსყიდვის მცდელობა. მაგდენი თუ შეუძლიათ  ამ   მთავრობას, სხვა  რამესაც  მიხედოს მაშინ. მაგას  ის  არ იხდის,  ვინც თავხედია.  ჩვენ  გაჭირვებით  ვიხდით, მარამ მაინც ვიხდით.  კარგს არაფერს არ ველით.

ლ.რ. - მინდა გითხართ,  რომ შეძლებს ეს მთვარობა დანაპირების შესრულებას. ახალ წლამდე ჯერ დრო  აქვთ,   25 დღეა დარჩენილი  და ერთი გადაწყვეტილბით შეუძლიათ მაგ საკითხის მოგვარება. აუცილებლად,  რაც  დაგვპირდა მთავრობა ყველაფერს შეასრულებს.

ამირან მაჭარაშვილი - ნამდვილად ეს წინასაარჩევნო  დაპირება  იყო. მოსახლეობის   70-80 %-ი მასე არის. გაუსაძლისი პირობები  აქვს ხალხს. ვალების განულებით, დიდი შეღავათი არ იქნება, ეს ერთჯერადი შვება იქნება ხალხისთვის. დღეს კარგად იქნები, მაგრამ  ხვალ? ეს  ძირეულ პრობლემას არ მოხსნის.  პრობლემებს  უნდა ეშველოს. არა  აქვს  ადამიანს და ვერ იხდის  ხო, ესე იგი, ისევ იმ პრობლემის  წინაშე დადგება  და პრობლემა მაინც   მოუგვარებელი დარჩება.  სერიოზული ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, არაფერი არ ეშველება. ძაან დიდი  ნიჰილიზმია ხალხში.

ტ.ხ. - მთავრობამ დანაპირების შესრულება უნდა შეძლოს. მე მჯერა,რომ ყველაფერს გააკეთებს  ეს მთავრობა. რასაც  დაგვპირდნენ   შეასრულებენ  კიდეც.

შორენა პაპუნაშვილი - ვერ შეძლებენ  და არც  მიმაჩნია რეალურად.  ჩემი აზრით მოატყუეს  ხალხი.  ხომ თქვეს 2000  ლარამდე  სესხებზეა  განულებაო,  აი  ვნახოთ. ისეთ რაღაცას  მოიმიზეზებენ, რომ არ შეუსრულონ დაპირება.  ტყვილა აწვალებენ ხალხს.  99%-ს  აქვს  ეგ პრობლემა საქართველოში. მე  ჩამოსაწერი სესხი არ მაქვს, იმიტომ რომ  კარგი გადამხდელი  ვარ   და ვიხვდი.   არ მაქვს იმედი,  რომ ვიღაცა  გადამიხდის ჩემს სესხს  და  საბოლოოდ  კი შეიძლება,  ორმაგი დამრჩეს გადასახდელი.  მე  არ მჯერა მაგ დანაპრების.

ხათუნა ციბაძე - თუ მივიღებთ  შედეგს,  დავიჯერებ მაშინ.  დაპირებას  შესრულება უნდა.  წინასაარჩევნო დაპირებები ბევრი გამოვიარეთ ჩვენ და  ასე  რომ ეხლა, ველოდებით შედეგს.   ივანიშვილს თუ არა აქვს შესაძლებლობა, აბა ვის  აქვს?

ქეთევან კ.  -  რა ვიცი, კი მჯერა  ამ მთავრობის და მე მგონი კი შეასრულებენ რაც დაგვიპრდა  ხალხს. ჩემი აზრით,  ეს არ იყო წინასაარჩევნო დაპირება, დარწმუნებული ვარ შეასრულებენ.

შეგახსენებთ , სესხების განულება 15 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს, თუმცა ამ დრომდე არ არის მზად ვებგვერდი, სადაც მოქალაქე პირადი მონაცემებით გადაამოწმებს, ეხება თუ არა მას კრედიტის ჩამოწერა.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია