შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომაა ადამიანი მსუქანი

წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აპრილი 2020

პირველი ნაწილი
ძალიან ბევრჯერ განვიხილე თქვენთან ლიპიდური ცვლა. თანამედროვე ადამიანი ,თანამედროვე ხედვის მასალის წაკითხვისას მიხვდება, როგორ შეიძლება გახდეს და საერთოდ, როგორ დაიცვას თავისი სიცოცხლე. ზედმეტი კილოგრამები, სიცოცხლის შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. დღეს იძულებული გავხდი, ისევ განმარტებები გამეკეთებინა. უპირველესად ,რამდენიმე ამ ტიპის შეკითხის გამო, ასევე, იმის გამო,რომ ისევ იხვევს, თავის ბადეში, ნაკლებად გაცნობიერებულ პერსონებს ,ფულზე მონადირე არაპროფესიონალი ადამიანები, რომლებიც რაღაც ვითომდა , გასახდომ დიეტებს აქვეყნებენ .საკვირველი ის არის, რომ ამას ასეთ ზედაპირულ მიდგომებს, უამრავი გაზიარება აქვს. ადამიანი რომ გაახდინო, ეს უსერიოზულესი ბრძოლაა ექიმის. რადგან, ამ დროს სრულიად უნდა შეცვალო მისი ფიზიოლოგია და ლიპიდურ ცვლას სხვა მიმართულება მისცე. შეეხო, ყველაზე ფაქიზ სფეროს-ჰორმონებს. გამუდმებით აკონტროლო ასეთი პაციენტი და მისი ერთი დეტალიც არ გამოგრჩეს, არც ახლანდელი არც წარსულის. უნდა დააკავშირო,ლიპიდური ცვლის მოშლა, სხვა ყველა ორგანოს ცვლილებებთან. თუ ასე გააკეთებ, ადამიანს, სიცოცხლის გზაზე რეალურად დააყენებ. სწორედ ასე ვაკეთებ და არასოდეს არ დამინიშნია ქოლესტერინის საწინააღმდეგო ძვირიანი პრეპარატები. რომლებსაც ,თუ პაციენტი შეწყვეტს, ისევ დაირღვევა ლიპიდური ცვლა და ისევ აიწევს ქოლესტერინი. ამ შემთხვევაში ნასოსის პრინციპითაა , ინფარქტის ან ინსულტის შეჩერება. რაც ბოლოს მაინც ვერ ჩერდება. ამიტომ ყველაზე მორგებული გამოსავალი, არის ფიზოლოგიიის შესწავლა და ლიპიდური ცვლის მართვა.

ისევ გეტყვით ამ დეტალებს, რომ ძვირიანი, უსარგებლო დიეტების მსხვერპლი არ გახდეთ და ბევრი ფული უმიზნოდ არ დახარჯოთ. რადგან, ცოტა ხანში ისევ გასუქდებით და დაავადებული რჩებით. ყველა თანამედროვე ადამიანმა იცის ,რომ დიეტა მომაკვდინებელია და საჭიროა ჯანსაღი და ხარისხიანი კვება. ნებისმიერი დიეტა ორგანიზმის ნგრევაა ,რადგან ამ დროს, ცილების სინთეზი ინგრევა. ცხიმების წვა ,კუჭის ამშლელი ჩაით კი არ უნდა მოხდეს, არამედ სწორი მიმართულების ფიზიოლოგიური რეაქციების განვითარებით. ცხიმების წვის მექანიზმის პირველი საფეხურია--ლიპოლიზი. ეს არის ცხიმის უჯრედების დანაწევრება ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად. მე თქვენთან ბევჯერ მისაუბრია ლეპტინზე და გრელინზე. ახლა ისევ დავაკონკრეტოთ. გრელინი----შიმშილის ჰორმონია, ლეპტინი კი-----სიმაძღრისა და მსუნაგობის ჰორმონია. ლეპტინი მადის ლაგამია. მაღალია ლეტინის დონე? ნაკლებია მადა. თუმცა, სხვა სიმპტომების დამატებისას, დეტალები და შედეგი ხან იცვლება. ლეპტინზე დიდი მეგობარი, სილამაზის მოყვარულ , შემსუქნებულ ადამიანს არ ჰყავს. ლეპტინი უჯრედებს ეხმარება, რომ მოიგერიოს ზედმეტი კალორიები, რომლებიც არასწორი კვების შედეგად დაიგროვა. რაც უფრო ცხიმიანია საკვები, ნაკლებია ლეპტინი. დიეტებით ,ლეპტინი პარალიზდება და ცხიმის დაგროვების ალაგმვის ღონისძიებას ვეღარ ახორციელებს. ლეპტინი იბადება ცხიმოვან ქსოვილში. ლეპტინი ეუბნება ტვინს აღარ გინდა მეტი საჭმელი, შეწყვიტე ადამიანო თორემ გასკდებიო. ანუ ლეპტინია გარანტი, რომ ფიზიოლოგიური ცვლების დარღვევით დაავადებულმა ადამიანმა, კიდევ რომ არ გადატვირთოს სხეული და არ მოკვდეს ჭამისგან.

მოგეხსენებათ ,ქართველების 90 პროცენტის სიკვდილის მიზეზი, ბევრი ან არასწორი ჭამაა. ქართველების უმრავლესობა ,გადამძღარი მდგომარეობის შემდეგ კვდება. ჭარბი ცხიმის არ დაგროვების გარანტი ლეპტინია. ჭარბწონიან ან ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილ ადამიანებს, ლეპტინის დონე ანალიზურად მაღალი აქვთ სისხლში. მუცელა და მსუქანი რომ არის ადამიანი, ლეპტინის ფუნქცია, უკვე მოშლილი და დაზიანებულია. საწუხარო ის არის, რომ ამ დროს უჯრედები, მის მიმართ რეზისტენტულია. ლეპტინი , მიკნავლებული, სუსტი ხმით ან სულ ვეღარ ატყობინებს ტვინს, აღარ მინდა მეტი კალორიაო. ვეღარ ეუბნება და ვეღარ აფრთხილებს-- ნუ ჭამ მეტსო. ამიტომ, ადამიანს ჭამის მადა ისევ ძლიერი აქვს. ლეპტინი რომ ჭკუაზე მოიყვანოთ და თქვენი ორგანიზმის სასარგებლოდ ამუშაოდ, მაშინ აქცენტი გააკეთეთ შემდეგზე------თევზის ხშირი ჭამა, ვარჯიშები და სპორტი, თევზის ქონის მიღება, ლიპოური მჟავის დეფეციტის შევსება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის დაცემულია. ვიღაც ვითომ , ადამიანების ფიზიკურად დამწვრილებელი, ტვინწვრილა აქტივისტი, ნერგავს რაღაც დიეტას, ადამიანიც ფულს იხდის ამ დიეტებში ,ამ დროს კი , შეიძლება, სრულიად დაცემული აქვს ამ ადამიანს ლიპოური მჟავა. ყველაფერი, თუნდა ც , ამ დამწვრილებელი აქტივისტის მიერ, კარგი სპეციალისტის დიეტებიდან მოპარული მასალის დანერგვაც, აბსურდია ამ დროს. ლეპტინის მომატება კი ამცირებს მადას, მაგრამ, თუ ორგანიზმი ლეპტინის მიმართ უკვე რეზისტენტულია, ადამიანი ჭამით, მაინც ვერ კმაყოფილდება. საინტერესოა ეს ფაქტი, ლეპტინი მომატებულია არა მარტო ჭარბი წონის დროს, ასევე დეპრესიის დროსაც. ყველა ლიპიდური ცვლის მოშლა ანუ სიმსუქნე, თანამედროვე მედიცინაში ასოცირებულია სტრესებთან, დეპრესიასთან, შიშებთან, შფოთვებთან. ფსიქოლოგია ყველა დავადების დროს წამყვანია. ადამიანის ანატომიის , არცერთი ორგანოს დაზიანება არ დაიწყება ,თუ ჯერ ფსიქოლოგიური ველი და ცნობიერება არ დასუსტდა. ფსიქოლოგიის დათრგუნვის უარყოფითი შედეგი, ყველაზე მეტად ვლინდება, ლიპიდური ცვლის მოშლაში ანუ გასუქებაში. ანუ შეიძლება, ადამიანი ჯერ გასუქებული არ იყოს ,მაგრამ ლეპტინი, დეპრესიის გამო ჰქონდეს მოშლილი. მაგრამ ,ასეთ ადამიანს ყველა შემტხვევაში დაერღვევა ლიპიდური ცვლა. ნევროპათოლოგმა, თუ თანამედროვე ფიზიოლოგიის შტრიხები არ იცის ,მან შეიძლება, უშედეგოდ წამლოს ტვინი ქრონიკულად, მუდმივი დამაშვიდებლებით. ყველა ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ პრობლემას ,ფიზიოლოგიური ბაზისი აქვს. პათოლოგიური პროცესი ცირკულირებს ასე-------ფსიქოლოგია, შემდეგ ფიზიოლოგია და შემდეგ ისევ ფსიქოლოგია. რამდენი შემთხვევა ყოფილა პრაქტიკაში, რომ ქრონიკული ორგანული ინტოქსიკაციის მქონე პაციენტი, ფსიქიატრიულში მოხვედრილა. მისი ფსიქიკა კი სრულიად ჯანსაღი იყო.

გრელინი ატყობინებს ტვინს გშიაო. გრელინი დაკლებულია მსუქან ადამიანებში. ის მომატებულია ანორექსიის დროს. ანუ როცა უმადობაა. როცა ადამიანი მშიერია, მაშინ გრელინი იმატებსა და აგებინებს ადამიანს მშიაო. ჭამის შემდეგ კი იკლებს, ნორმალური , ჯანმრთლელი ფიზიოლოგიის ორგანიზმში. მაგრამ, მსუქნებში გრელინის დონე, ჭამის შემდეგ ძალიან ცოტას იკლებს. გრელინის და ლეპტინის ცვლა რომ მოშლილია, ტვინში ჰიპოთალამუსი ვერ იგებს ან ძალიან გვიან იგებს, გაძღომის შეტყობინებას. გრელინის დარეგულირება, მხოლოდ, პროტეინების შემცველობის დარეგულირებით ხდება. სისულელეა ამ დროს, ამ ეტაპზე სხვა ან ჰორმონული წამლები. თუ ამ ტექსტებს კარგად აღიქვამთ, თქვენ მართავთ ორგანიზმს ექიმის გარეშეც და აიცილებთ ინფარქტს, ინსულტს და უეცარ სიკვდილობას. ასევე აიცილებთ, უამრავ მძიმე დაავადებას და კიბოსაც. რადგან არაფერი არ ჩნდება, არცერთი დაავადება არ ემართება, იმ ორგანიზმს, რომელშიც ფიზიოლოგიური ცვლები სწორად მიმდინარეობას. რა თქმა უნდა, ჭკვიანი ექიმის კონტროლით, რომელმაც ეს პროცესები იცის, ამ გზით, უფრო სწორად და ჯანსაღად მართავთ სიცოცხლეს .ბევრი ახალგაზრდა დიეტაზე ა და ხორცს არ ეკარება. ეს სიბრიყვეა. მხოლოდ, პროტეინებით დაიჭერ ამ პროცესის მართვას. რომლის გარეშეც იფიტება ადამიანი. გრელინის ამგზნები ანუ მადის გამამგელებელი არის------ფრუქტოზა. ის ყველაზე მეტია გაზიან სასმელში და ქარხნულ ხილის წვენებში.


ინსულინი, კორტიზოლი, ლეპტინი, გრელინი აკონტროლებენ არა მარტო წონას და მადას , არამედ მთელს ფიზიოლოგიას და საერთოდ ადამიანის სიხცოხლეს. გრძელი ტექსტი არ იდება, ამიტომ დანარჩენს მეორე ნაწილში გეტვით. თუ სიცოცხლე გინდათ, ეს ფაქტორები უნდა გაითვალისწინოდ და მართოდ. ინსულინზე ბევრჯერ მისაუბრია, მაგრამ მეორე ნაწილში, სიმსუქნესთან მიმართებით ისევ აგიხსნით. თქვენ თუ გნებავთ გახდომა და ზედმეტი წონის მოშორება, შეიძლება, ფულის გამოძრობის მიზნით დაგაბნიონ და ბევრი ანალიზები აიღოთ. მთავარია ეს ანალიზები ინსულინი, კორტიზოლი, ლეპტინი, გრელინი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები. ასევე მეორე ნაწილში ვისაუბრებ გლუკაგონის მსგავს პეპტიდზე, რომლის კონტროლით ,შეიძლება, მეორე ტიპი დიაბეტი ,საერთოდ მოირჩინოდ ან უმსუბუქეს ფორმაში გადაიყვანოთ. აფთიაქებშიც არ იყო წინა წლებში ომეგა 3. მე კი სამედიცინო პუბლიკაციებში, რომლიც გაზეთში იბეჭდებოდა, ხალხს ვთხოვდი ომეგა სამი დაელიათ. ყველა სტატიის ბოლოს, ხალხს ამას ვთხოვდი წლების განმავლობაში. ომეგა სამი, თავის ტვინში ამუხრუჭებს სხვადასხვა ანთებად ცვლილებებს. ამ შემთხვევაშ ი ომეგას მჟავების , ნორმულად არსებობის დროს ,ლეპტინის და ტვინის ურიერთობა ძალიან სინქრონულია. ეს კი ნიშნავს ,გამართულ მეტაბოლიზმს და უამრავი დაავადების თავიდან აცილებას. ტვინში, დღევადელი , ჭუჭყიანი სამყაროს პირობებში, ბევრი ანთებადი ცვლილებებია , ისევე როგორც ფილტვებში. მაგრამ გადაღების პასუხში ასახავენ,მხოლოდ ,გლობალურ კერებს ან მყვირალა კერებს. თუნდაც ასახონ დასკვნაში, ძალიან ბევრ შემთხვევაში ყურადღება არ მახვილდება. ყველა პატარა პრობლემა, რომელიც სიგნალს გვაძლევს, საყურადღებოა. ყველა პატარა პრობლემა, დიდი პრობლემის ნაწილია. ომეგა, ამ ანთებად ცვლილებებს აბალანსებს და წმენდს. მაგალითად, წნევის დამარეგულირებელს სვამს ადამიანი და არ იცის ,არც არავინ უთხრა, რისგან აქვს წნევა. თუ კონკრეტული ორგანოს დაზიანებიდან არ არის გამოწვეული დაავადება წნევა , ის გამოწვეულია ტვინის ქსოვილის ანთებადი მდგომარეობისგან. ეს არ არის ბაქტერიული ანთება . ეს ანთებადი ცვლილებები, ფიზიოლოგიური მოშლისგანაა. რასაც სულ არ ექცევა ყურადღება, ძალიან ხშირად. ეს კი ინსულტის ბაზაა. ომეგა ს გამოყენება ერთი შტრიხია ამ ანთებადი ცვლილებების დასაძლევად. ფიზიოლოგია თუ არ მოვაწესრიგეთ მონაცემების შესაბამისად, არასწორია და უშედეგოა, მხოლოდ ჩივილების საპასუხოდ წამლების დანიშვნა. წამალი მაშინაა შედეგიანი თუ ფიზიოლოგიუ რ დისკომფორტზეა მორგებული. ჩივილების ძალით მიჩქმალვა, მკურნალობა არ არის. გაგრძელება იქნება. ფიზიოლოგიას უნდა მიხედოთ სიცოცხლისათვის. ადამიანი ან გაბრაზებულზე ან უსაქმურობისგან , უდროოდ მაცივარს, რომ გამოაღებს, იმას, ტვინში უკვე პრობლემები აქვს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია