შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა პროფესიულ პროგრამებზე ავტორიზაცია მოიპოვა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აპრილი 2020
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა პროფესიულ პროგრამებზე ავტორიზაცია მოიპოვა მთავარი → სიახლე, განათლება 24.04.2020 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა. ამიერიდან მას პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლება აქვს. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი, პროფესიულ პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებისას, სტუდენტებს ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობას შესთავაზებს. ამ სპეციალობაზე სტუდენტებს გადასახადის გადახდა არ მოუწევთ, მიღება კი 15 ადგილზე ცხადდება.„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიმატოთ სხვადსხვა პროფესიული პროგრამა. ამ ეტაპზე, წარდგენილი იყო საბუღალტრო აღრიცხვის ერთი პროგრამა, შემდგომ ეტაპზე და უახლოეს მომავალში ჩვენ აუცილებლად ვიფიქრებთ, ისეთი პროფესიების დამატებაზე, როგორიც არის ინფორმაციული ტექნოლოგიის ინტეგრირებული პროგრამა. უფრო მეტად აქცენტს ავიღებთ ინტეგრირებულ პროგრამებზე. ამ ეტაპზე გუშინდელი ავტორიზაციის საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაა, თუმცა უნივერსიტეტს დაახლოებით 15 პროგრამამდე აქვს გეგმა“,– ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მაკა ბერიძე.სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა უმაღლესი განათლების პროგრამების განხორციელების უფლება 2020 წლის 20 თებერვალს მოიპოვა.[რიმა სარუხანიანი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია