შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიაში ონლაინრესურსების გამოყენება აქტიურად მიმდინარეობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აპრილი 2020

გურიის რეგიონის მასშტაბით ონლაინრესურსების გამოყენება აქტიურად მიმდინარეობს. 11 700 მოსწავლეს ონლაინ რეჟიმში ემსახურება 100-მდე საჯარო სკოლის 2 250 -ზე მეტი პედაგოგი. სრულად არის ათვისებული დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ყველა აპლიკაცია. იმ შემთხვევებში, როცა ოჯახებისთვის არ არის ხელმისწავდომი ინტერნეტკომუნიკაციის საშუალებები, მასწავლებლები მოსწავლეებს ტელეფონით, სმს - ით და სატელეფონო ზარებითაც უკავშირდებიან.

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან ლელა იმედაშვილთან, ნინო ჩიტაძესა და შორენა სიხარულიძესთან, ვიდეო კონფერენციისას განიხილა საგანმანათლებლო სფეროს წინაშე არსებული გამოწვევები. აღინიშნა, რომ მშობელთა და მოსწავლეთა ჩართულობა მოსალოდნელზე მაღალია.

საგანამანათლებლო რესურსცენტრებს მუნიციპალიტეტების დონეზე შემუშავებული აქვთ სკოლებზე მორგებული პროცესის მონიტორინგის ფორმები - შედგენილია ონლაინსწავლების საგაკვეთილო ცხრილები და მოსწავლეთა ჩართულობის აღრიცხვის ფორმები. მომზადებული აქვთ ონლაინსწავლების პროცესის ხარვეზების ანალიზიც, რაც შემდგომში მისი დახვეწის და ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია