გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სწავლა სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აპრილი 2020

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესი სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება და დეტალურ პრეზენტაციას განათლების ამუშავების შესახებ საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გამართავენ.

ამის შესახებ პრემიერმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, არც აკადემიური წლის გამოცხადება იგეგმება და არც ეროვნული გამოცდების გაუქმება.

„განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, დიდი თემაა და ცალკე ვისაუბრებთ. აკადემიური წელი არ გამოცხადდება, განათლების სამინისტრომ შეძლო ეფექტურად გამკლავებოდა ამ გამოწვევას და ონლაინ სწავლების კუთხით სკოლებს და უმაღლესებში პროცესები წარმართა ეფექტურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია