გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გახარია სააკაშვილის ვიცე-პრემიერობაზე: მინიმუმ ელჩს კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აპრილი 2020

"უკრაინელი ხალხი ჩვენთვის მოძმე ხალხია და უკრაინის სახელმწიფო ჩვენი სტრატეგიული სახელმწიფოა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერანაირი ვიწრო პოლიტიკური კონიქტურა ვერ შეცვლის",-ასე გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის ფაქტს. 

გიორგი გახარიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება საბოლოო იქნება და სააკაშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნება, ქართული მხარე შესაბამის ზომებს მიმართავს. მათ შორის, არაა გამორიცხული გამოიწვიონ ელჩი. 

თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მიერ, საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯლი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისევე როგორც სრულიად მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და პოლიციის სახით იქიდან მისი გამოყვანა. თუმცა რა თქმა უნდა მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. ჩვენ ჯერ ელჩი იქიდან არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ ელჩს კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ",- აცხადებს გიორგი გახარია.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია