შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიცია ოზურგეთის მერის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აპრილი 2020

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შეჭირვებულთა დასახმარებლად ოზურგეთის მერის მეთოდი თანხის შეგროვებისა მოიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს დაინტერესდნენ და შეისწავლონ აღნიშნული საქმე.

ამის შესახებ ნათქვამია ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის განცხადებაში, რომელიც მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გააკეთა:

"დღეს გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება რომ, ოზურგეთის მერი ,კონსტანტინე შარაშენიძე საჯარო მოხელეებს სთხოვს გარკვეული თანხა დადონ ეგრეთწოდებულ "ობშიაკში" ,რომელსაც მერი მისივე განმარტებით, გამოიყენებს შეჭირვებულთა დასახმარებლად. მიგვაჩნია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ეს ქმედება, რაოდენ კეთილშობილური მიზნებითაც არ უნდა შეიფუთოს იგი, არის სამოხელეო დანაშაული და შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამ მოსაზრებას მეტ სარწმუნოობას აძლევს ამ დღეებში მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან პანდემიის პირობებში სოციალური დახმარებების გაცემისას დაშვებული მთელი რიგი უკანონო და დანაშაულის შემცველი ქმედებები, რაზეც არავითარი რეაგირება დღემდე არ ყოფილა. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ და მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას და შესაბამის სამსახურებს ,დაინტერესდნენ და შეისწავლონ აღნიშნული საქმე"-აცხადებს დავით მჟავანაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია